Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

2017 წლის საუკეთესო ონლაინ-სესხების შემოთავაზებები

მოგვიახლოვდა ბევრი ადამიანისთვის მონატრებული წელიწადის დრო - ახალი წელი და შობა. ამ დროს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დგება შეჯამების ეტაპი. ჩვენც გადავწყვიტეთ არ ვუღალატოთ ამ წესს და გვსურს გადავხედოთ 2017 წლის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელ შემოთავაზებებს, რაც უკავშირდება სწრაფ ონლაინ კრედიტებს.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია პირადი მოთხოვნები და სხვადასხვა მიზეზისთვის სჭირდება კრედიტი. ამ შემთხვევაში, მისთვის შესაძლოა ყველაზე სასარგებლო იყოს ისეთი კრედიტი, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული. სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობების გასაცნობად, ეწვიეთ ჩვენს პორტალზე განთავსებულ რეიტინგს. რეიტინგში მოცემულია მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შევაგროვეთ სხვადასხვა კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა კლიენტების შეფასებებსა და გამოხმაურებებს.

·        Solva.ge

ჩვენს რეიტინგში 2017 წელს ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ონლაინ კრედიტების კომპანიამ Solva.ge. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს მომხმარებლებს არის ამ კომპანიაში განაცხადის სწრაფი განხილვა. საშუალოდ 5 წუთში ცნობილი ხდება სესხზე განაცხადის პასუხი. გარდა ამისა, ეს კომპანია გამოირჩევა პროცესის სიმარტივითა და სესხზე განაცხადის გაუქმების შესაძლებლობით, სანამ ის დადასტურებული არ არის.

·        Crediton.ge

ონლაინ კრედიტების ეს კომპანია გამოირჩევა სესხის მოცულობის ძალიან მაღალი ლიმიტით. მაგალითად, გრძელვადიან სესხებზე მაქსიმალური თანხა 10,000 ლარს შეადგენს. გრძელვადიან სესხში იგულისხმება სესხი ვადით 2 თვიდან 24 თვემდე. თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მოკლევადიანი სესხით ხართ დაინტერესებული, ეს კომპანია ასევე მოგემსახურებათ - 30 კალენდარული დღით სესხის პირველად აღებისას მაქსიმუმ 700 ლარის მიღება შეგიძლიათ, ხოლო განმეორებითი სესხის შემთხვევაში ლიმიტი 1500 ლარამდე იზრდება.

·        Lendo.ge

მოცემული კომპანია ყურადღებას ამახვილებს მომხმარებლების ფინანსური პრობლემების გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრაზე. მაგალითად, ამ კომპანიაში შესაძლებელია ერთდროულად 3 აქტიური სესხის ქონა. გარდა ამისა, შესაძლებლობა გაქვთ აიღოთ სესხი დიდი ხნით - 1 თვე, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, 12 თვე ან 24 თვე. ეს კომპანია არამხოლოდ შემდეგ ხელფასამდე დაგეხმარებათ ფინანსურად, არამედ ძირფესვიანად პრობლემის აღმოფხვრაში ხელს შეგიწყობთ.

·        ZIPCredit.ge

ამ კომპანიას შეგიძლიათ მიმართოთ არა მარტო სამომხმარებლო სესხის აღების მიზნით, არამედ თუ გჭირდებათ საწყისი კაპიტალი საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. ამისთვის ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს კომპანია Zip Credit. გრძელვადიანი სესხის აღებისას (36-48 თვე), მაქსიმალური ხელმისაწვდომი თანხა შეადგენს 75,000 ლარს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში კი ამ ორგანიზაციის საიტზე არსებულ ჩათში ოპერატორი დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.

·        Eloan.ge

ეს კომპანია სხვებისგან გამოირჩევა 24-საათიანი მომსახურეობით. ეს სერვისი არის ძალიან მოსახერხებელი, როდესაც მოულოდნელად გჭირდებათ თანხა. გარდა ამისა, კომპანია საშუალებას აძლევს მსესხებელს მრავალი სხვადასხვა გზით მიიღოს ფული და შემდგომში დაფაროს თანხა. ეს მოსახერხებელია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას.

დღესდღეობით მაღალი კონკურენციის პირობებში მრავალი მიკროსაფინანსო კომპანია ცდილობს მიიზიდოს მომხმარებლები ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, კომფორტული სერვისითა და საჭიროებების დაკმაყოფილებით. ამიტომ მსესხებელს აქვს ძალიან ფართო არჩევანი, რომელიც მარტივ ფორმატში წარმოდგენილია ჩვენს საიტზე. ამ სტატიაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ 5 საინტერესო შეთავაზება, უფრო მეტი ხელსაყრელი პირობის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს რეიტინგს.