ფულის მიღების საშუალებები

მიიღეთ სწრაფი სესხი ყველაზე მარტივად, ნებისმიერ დროს!

 

როგორ ავიღო კრედიტი

სესხის აღების მრავალი ხერხი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და, შესაძლოა, ზუსტად ამის გამო - ყველაზე პოპულარული ხერხია ონლაინ კრედიტის მიღება. იმისათვის, რომ თქვენ უფრო კომფორტულად შეძლოთ სესხის არჩევა, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე მომგებიანი შემოთავაზებები ფინანსური კომპანიებისგან და დავყავით ისინი ძირითად 7 სახეობად.

ასეთ სესხებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია, რის გამოც მათ დღესდღეობით ყველაზე ხშირად იყენებენ. ეს უპირატესობანი ეხება დროს, სივრცესა და მოთხოვნებს. ჩვენს საიტზე ასევე შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ აიღოთ კრედიტი.

  • 24-საათიანი ხელმისაწვდომობა

პირველ რიგში, მრავალ ადამიანს ხიბლავს ზუსტად 24 საათიანი ონლაინ კრედიტის აღების საშუალება. მიკროსაფინანსო საიტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე ზუსტად მათი მისაწვდომობაა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ონლაინ სესხის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია. ხოლო ამისთვის არ არის საჭირო არც ოფისის და არც რომელიმე მოლარის მუშაობა მაგ მომენტში. აქედან გამომდინარე, განაცხადის შევსება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც შუაღამეს. ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სესხი მარტივად.

  • სესხის მარტივად მიღება ნებისმიერ ადგილას

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, დადებითი მხარე ონლაინ სესხებისა არის ის, რომ მისი მიღება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ წერტილას, სადაც არის ბანკის ფილიალი ან/და სწრაფი გადარიცხვის აპარატი ან რაიმე ამის მსგავსი. ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ არ გჭირდებათ იმ ქალაქში წასვლა, სადაც კონკრეტულ კომპანიას აქვს გახსნილი ოფისი. ფაქტობრივად, ნებისმიერ ასეთი კომპანიის სათავო ოფისი მათივე ვებსაიტია, რომელზეც 24 საათიანი სწრაფი სესხის აღება შეგიძლიათ.

  • მარტივი მოთხოვნები

საბანკო სესხისგან განსხვავებით, ონლაინ მიკროსაფინანსო კომპანიებს ჩვეულებრივ გააჩნიათ ნაკლები მოთხოვნა მსესხებლის მიერ. ეს გულისხმობს ნაკლები დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნას. როგორც წესი, სესხის მარტივად გასაფორმებლად თქვენ გჭირდებათ მხოლოდ სახელფასო ამონაწერი. უმეტეს თანამედროვე კომპანიაში არ არის საჭირო არანაირი გირაო ან რაიმე მსგავსი.

რაც შეეხება უშუალოდ სესხის აღებას, ამისთვის თქვენ უნდა გაიაროთ რამდენიმე ნაბიჯი. სხვადასხვა კომპანიის საიტზე ეს ნაბიჯები სხვადასხვა თანმიმდევრობითაა მოცემული, თუმცა სტრუქტურად მეტ-ნაკლებად ერთანაირია ყველა კომპანიაში. სესხის მარტივად ასაღებად თქვენ უნდა გაიაროთ შემდეგ ეტაპები: თანხისა და სესხის ვადის არჩევა (როგორც წესი, პირველი სესხის აღების შემთხვევაში თანხის ლიმიტი უფრო დაბალია, ვიდრე მომდევნო სესხების აღების დროს). გარდა ამისა, სესხის საპროცენტო მაჩვენებელი შეიძლება დიდწილად დამოკიდებული იყოს სესხის ვადაზე, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგი ეტაპი არის იდენტიფიკაცია - ანუ პირადი ინფორმაციის შეყვანა, აუცილებელი დოკუმენტის დართვა. ხოლო ბოლო ეტაპია განცხადების პასუხის ლოდინი. ამის შემდეგ, თუ კი თქვენ მიიღებთ დადებით პასუხს, თანხა დაგერიცხებათ თქვენ მიერ არჩეული სასურველი საშუალებით.