Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კონფიდენციალობის პოლიტიკა

 
 
 

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდეგში - პოლიტიკა) გამოიყენება საიტზეmoneyman.ru (შემდეგ- საიტი) და მოქმედებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიმართულებით, რომლის მიღება და რომლით სარგებლობა შეუძლია შპს „მანი მენ“-სდა/ან მის აფილირებულ პირებს (შემდეგში - ორგანიზაცია), მომხმარებლის მიერ ორგანიზაციის იმ მომსახურებით სარგებლობის ან სარგებლობის მცდელობის დროს, რომელიც მოიცავს ფულადი სესხის მიღებას.

ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს მომხმარებლის უპირობო დათანხმებას წინამდებარე პოლიტიკასთან და მასში მითითებული მისი პერსონალური ინფრომაციის გადამუშავების პირობებთან. საზოგადოება უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეცვალოს , დაამატოს და/ან წაშალოს მოცემული პოლიტიკის ნაწილები ნებისმიერ დროს. პოლიტიკაში ყველა ცვლილება ძალაში შედის მათი საიტზე განთავსების მომენტიდან.

ამ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა თავი შეიკავოს მომსახურებით სარგებლობისგან.

  1. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც იღებს და გადაამუშავებს ორგანიზაცია.

    ორგანიზაცია აგროვებს და ინახავს მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაციის და ანკეტის შევსების დროს ან მომსახურებით სარგებლობის პროცესის დროს მიწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას , მათ შორის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს .სესხის გაცემისთვის (მომსახურების გაწევისთვის) აუცილებელი ინფორმაცია მონიშნულია სპეციალური ნიშნით. მომხმარებლისთვის სხვა ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მისი შეხედულებისამებრ.

    აგრეთვე ორგანიზაცია უფლებას იტოვებს შეაგროვოს არაიდენტიფიცირებული პერსონალური ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ საიტის გვერდებზე შესვლის დროს. მოცემული ინფორმაცია მოიცავს IP-მისამართს, ინფომაციას cookie-ის შესახებ, ინფორმაცია მომხმარებლის ბრაუზერის შესახებ (ან სხვა პროგრამის შესახებ, რომლის დახმარებით საიტი ხელმისაწვდომი ხდება) , შესვლის დრო, მოთხოვნილი გვერდის მისამართი, აგრეთვე მომხმარებლის ინერნეტ-მომსახურების პროვაიდერის დომენური სახელი.

    ორგანიზაცია აგრეთვე აგროვებს და ინახავს უშუალოდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მომხმარებლებისგან, რომელშიც შედის გაგზავნილი და შეთანხმებული ოფერტაც.

    ორგანიზაცია უფლებას იტოვებს შეამოწმოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის უტყუარობა. არაუტყუარი ინფორმაციის წარდგენის შედეგები განსაზღვრულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მუშაობის წესებში (ლინკი) და ოფერტაში (ლინკი).

    მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე მომხმარებელს შეუძლია წაშალოს პერსონალური ინფორმაცია, მხარეთა მიერ თავისი შეთანხმებების შესრულების შემდეგ გაწეული მომსახურების ფარგლებში.

  2. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც იღებს და დაამუშავებს ორგანიზაცია.

    ორგანიზაციაში ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერ და სამართლიან საფუძველზე. გადამუშავებას ექვემდებარება მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეესაბამება მათი დამუშავების მიზნებს. პერსონალური მონაცემების შინაარსი და მოცულობა, რომლის დამუშავება ხდება ორგანიზაციაში, შეესაბამება დამუშავების განცხადებულ მიზნებს, დაუშვებელია დამუშავებული მონაცემების გადაჭარბება.

    ორგანიზაცია ასრულებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას სესხთან დაკავშირებული ოპერაციის შესრულების მიზნით, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად.

    მომხმარებლისგან ორგანიზაციის მიერ მომსახურების გასაწევად მიღებული მომხმარებლის ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია რჩება მომხმარებლის საკუთრებად. მომხმარბელმა პერსონალური მონაცემების ორგანიზაციისადმი გადაცემის დროს ენდობა ორგანიზაციას გამოიყენოს პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი კანონირი გამოყენებისათვის, შეზღუდვის გარეშე:

    1. სესხის გაცემა;
    2. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე მომხმარებლის ნებართვით;
    3. შეთანხმებების შესრულების თვალყურის დევნა შეთანხმებული ოფერტის მიხედვით;
    4. სარეკლამო შეთავაზებების ჩვენება, მათ შორის მესამე პირებისთვის.
  3. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები და მესამე პირებზე გადაცემა

    პერსონალური მონაცემების დამუშავების ორგანიზაციის და განხორციელების დროს საზოგადოება ხელმძღვანელობს რუსეთის ფედრაციის 27.07.2006 წლის „პერსონალური მონაცემების შესახებ“ № 152-ფЗ კანონით მიღებული ნორმატიული სამართლებრივი აქტებით (შემდგომში - რფ კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებში).

    თავისი საქმიანობის შესრულებისას ორგანიზაცია ახორციელებს პერსონალური მონაცემების ტრანსაზღვრულ გადაცემას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. პერსონალური მონაცემების სუბიექტების უფლებების დაცვის ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის და ტრანსაზღვრული გადაცემის დროს მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალიზაციას ორგანიზაცია ასრულებს რფ კანონმდებლობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხში.

    ორგანიზაცია უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს, თუ მომხმარებელი დათანხმდება ამაზე; გადაცემა საჭიროა მომსახურების გასაწევად; გადაცემა გათვალისწინებულია რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის ფარგლებში; ორგანიზაციის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, როცა მომხმარებელი არღვევს მომსახურების გაწევის პირობებს, რომელიც აღწერილია ოფერტაში.

  4. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა

    ორგანიზაცია იღებს საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დასაცავად. აღნიშნულ ზომებში შედის არამართლზომიერ ან შემთხვევით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თავიდან ასაცილებელ ზომებს, აგრეთვე მისი განადგურების, ცვლილების, კოპირების, გავრცელების ან ბოროტგანმზრახველობის არამართლზომიერი ქმედებების თავიდან ასაცილებელ ზომებს.

    ორგანიზაცია მუდმივად აგრძელებს საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე.

  5. უკუკავშირი

    პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების წარმოშობის დროს , მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს