Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ვადაგადაცილებული საბანკო სესხები საქართველოში

 
 
 

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად ადგენს საქართველოში ბანკების მიერ გაცემული ვადაგადაცილებული სესხების ოდენობას. ამ მონაცემებში გათვალისწინებულია სესხები, რომლებიც გაიცემა ქართული ბანკების და საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკების მიერ.

ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა გაცემული სესხების რაოდენობა და თანხობრივი მაჩვენებელი. თუმცა ამავდროულად შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული მაჩვენებელი.

წელს იმ სესხთა რაოდენობა, რომელიც არ იქნა დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, შეადგენს 453 მილიონ ლარს. აქედან ნახევარზე მეტი (68%) არის გაცემული უცხოურ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 32% - ლარში. ვადაგადაცილებულ სესხთა პროცენტული მიმართება ჯამში ბანკების მიერ გაცემულ სესხებთან შეადგენს 2.1%-ს. წინა წელს საბანკო კრედიტების 2.3% არ იყო დაფარული დროულად.

2012 წლიდან ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება, ხოლო წელს წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირდა კიდევაც.

თუმცა საქართველოში ბანკები არ არის კრედიტის მიღების ერთადერთი საშუალება. საქართველოს მოქალაქეებში საკმაოდ პოპულარულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისის გამოყენება, კერძოდ კი ონლაინ-კრედიტების აღება. ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში: „საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი“.