Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ლარის კურსის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი

 
 
 

ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. დეკემბრის დასაწყისში ერთი ევროს ფასი 3.2 ლარს შეადგენდა, ხოლო ერთი დოლარის ფასი 2.7 ლარს აღემატებოდა. შედარებისთვის, სულ რამდენიმე წლის წინ ერთი დოლარის ფასი შეადგენდა 1.4 ლარს. ლარის ასეთ დონეზე დევალვაცია არ მომხდარა საქართველოსთვის ეკონომიკურად ბევრად უფრო რთულ დროშიც კი. ამის გამო ახლა განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშო არის ასეთი მდგომარეობა.

ამასთან დაკავშირებით გაიმართა მოსმენა პარლამენტში, სადაც მოწვეული იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. შეგახსენებთ, რომ აქამდე მთავრობის მიერ ლარის გაუარესებული კურსის მიზეზად დასახელებული იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ნეგატიური მოლოდინები, ცივი პერიოდის მოახლოება და სხვ.

შეხვედრაზე ლარის კურსის გარდა, განხილული იყო ზოგადი ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რომლის განსაზღვრაც წინასწარ ხდება. პირველმა ვიცეპრემიერმა, რომელიც ასევე არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილმა, განაცხადა, რომ პროგნოზებისგან იგი თავს იკავებს, თუმცა ახლო მომავალში მოსალოდნელია ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რადგან დადებულია საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგება. ეს, მისი თქმით, საგრძნობელი იქნება 2018 წლის იანვარში. ასევე მთავრობაში ნათქვამი იქნა მოსაზრება, რომ ლარის გაუფასურებამ პიკს მიაღწია და ახლა ეროვნული ვალუტა თანდათან კვლავ გამყარდება. მაგალითად, კახა ოქრიაშვილმა, თქვა, რომ მოსალოდნელია ლარის გამყარება და 2.70-ის ქვევით ჩამოსვლა 2.65-ზე.