Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

მიკროსაფინანსო კომპანიების ქონება 51.2%-ით გაიზარდა

 
 
 

მიკროსაფინანსო კომპანიების მიერ კრედიტების დაფარვის მიზნით მიღებული ქონება გასული წლის განმავლობაში გაიზარდა 51.2%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მეოთხე კვარტალისთვის მიკროსაფინანსო კომპანიების განკარგულებაში არსებობდა ქონება, რომლის მთლიანი ღირებულება 14,3 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 4,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2015 წლის ანალოგიური მონაცემები - მაშინ ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 9,4 მილიონ ლარს.

მიკროსაფინანსო კომპანიების ქონება 51.2%-ით გაიზარდა

ფინანსურ საკითხებში ექსპერტის, დავით კიკვიძის ნათქვამის მიხედვით, ასეთი შთამბეჭდავი ზრდა ორ ფაქტორთან არის დაკავშირებული - პირველ რიგში, ეს არის თავად მიკროსაფინანსო სექტორის ზრდა, ხოლო მეორე ფაქტორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მათ კლიენტებს შორის ხელშეკრულების კაბალური პირობები.

ექსპერტის აზრით, ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პირველ რიგში ზუსტად იმაზე არის ორიენტირებულნი, რომ უძრავი ქონების მაქსიმალური რაოდენობა ჩაიგდონ ხელთ, შესაბამისად, ცხადია, ხელშეკრულებები იდება კაბალური პირობებით.

„ამ ფაქტორებით შეიძლება აიხსნას ასეთი სტატისტიკა. ეს ნამდვილად არ ეხება ყველა მიკროსაფინანსო კომპანიას, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებსაც არასწორი მიდგომა გააჩნიათ საკუთარი საქმიანობის მიმართ, ისინი აზიანებენ ბაზარს და აფუჭებენ ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეპუტაციას. მათი მთავარი მიზანი არის კრედიტში ჩადებული ქონების იაფად ხელში ჩაგდება და მათ საკუთარი კლიენტების მიმართ სასტიკის დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი არ მიდიან მომხმარებელთან არანაირ შეთანხმებაზე და არც კი მიდიან პირობების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებზე, რაც ზოგ კლიენტს სესხის გადახდის პროცესს შეუმსუბუქებდა. ეს ავტომატურად ხდის კლიენტებს გადახდაუუნაროებად და საბოლოოდ ისინი თავიანთ ქონებას კარგავენ“, - ამბობს ექსპერტი.

ამასთანავე, მისი სიტყვების მიხედვით, ტრადიციულად საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი ქონების მითვისებაში ყველაზე ნაკლებია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე არიან ინდივიდუალური კრედიტორები მეორეზე ბანკები და მხოლოდ მესამე ადგილს იკავებენ მიკროსაფინანსო კომპანიები.

„ეს სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ შეცვლილა, თუმცა თუ ყველაფერი ამავე ტემპით გაგრძელდება, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ საკითხში ბანკებს გადაუსწრონ“, - განაცხადა ექსპერტმა.