Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რას უდრის ქართველი მოქალაქის საარსებო მინიმუმი?

 
 
 

თითოეულ ქვეყანაში განსაზღვრულია საკუთარი საარსებო მინიმუმი. ამ მაჩვენებლის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ განსაზღვრული იყოს ასაკოვანი ადამიანების პენსიები და სხვა სოციალური დახმარების ოდენობა. რამდენად სრულდება ეს ურთიერთმიმართება ან რამდენად არის საარსებო მინიმუმი რეალურად საკმარისი არსებობისთვის? ეს კითხვა ბევრ მოქალაქეს აწუხებს, განსაკუთრებით მათ, ვისი ცხოვრებაც ამ საარსებო მინიმუმის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენ გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც 2017 წლის მონაცემებს ასახავს. ხოლო დასკვნები თქვენით შეგიძლიათ გამოიტანოთ.

 პირველ რიგში, საარსებო მინიმუმის რამდენიმე მაჩვენებელი არსებობს, ადამიანთა სხვადასხვა ტიპის მიხედვით. ესენია: საშუალო მომხმარებელი, საშუალო ოჯახის, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცი. ოჯახები, თავის მხრივ, იყოფა შემდეგნაირად: ერთსულიანი, ორსულიანი, სამსულიანი, ოთხსულიანი, ხუთსულიანი და ექვსსულიანი ოჯახები.

ადამიანთა საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, საშუალო მომხმარებლისთვის ეს მაჩვენებელი 2017 წლის თებერვალში შეადგენდა 148 ლარსა და 90 თეთრს. ამავე წლის იანვართან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1.60 ლარით გაზრდილია. ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემთან სხვაობა შეადგენს 4.40 ლარს. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის შემთხვევაში, 2017 წლის თებერვალში მაჩვენებელი 168 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს, რაც იანვართან შედარებით 1.80 ლარით მეტია, ხოლო 2016 წლის თებერვალთან შედარებით 8.40 ლარით გაზრდილია.
რაც შეეხება ოჯახებს, პირველ რიგში, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ა.წ. თებერვალში 282 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა, რაც იანვართან შედარებით 3.20 ლარით მეტია. ხოლო 2016 წლის თებერვალთან შედარებით, 8.40 ლარით გაზრდილია. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი შეადგენს 148.90 ლარს. ორსულიანი ოჯახის - 238.30 ლარს, სამსუალიანი ოჯახის - 268.10 ლარს, ოთხსულიანი ოჯახის - 297.90 ლარს, ხუთსულიანი ოჯახის - 297.90 ლარს, და ბოლოს, ექვსსულიანი ოჯახის - 396.20 ლარს. ეს მაჩვენებლებიც გაზრდილია როგორც იანვართან, ასევე გასული წლის თებერვალთან შედარებით.

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ყოველწლიურად გამოითვლება, 2004 წლიდან ამას აკეთებს საქსტატი. საარსებო მინიმუმი დგინდება „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმი განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივები დამტკიცების შესახებ“ - ეს ციტატა არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებიდან ამონარიდი.

როგორც ხედავთ, მაჩვენებელი ნამდვილად ითვალისწინებს ფასების ზრდას საკვებ პროდუქტზე, თუმცა მასში საერთოდ არ არის გათვალისწინებული კომუნალური გადასახადები ან სხვა რაიმე ტიპის საჭიროებები, როგორიცაა მედიკამენტები, სწავლა (ოჯახების შემთხვევაში, რომელთაც ბავშვები ჰყავთ) და სხვ.