Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?

 
 
 

ლარის კურსის რადიკალური ცვლილებები მოქმედებს არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტების ფასზე, არამედ ძლიერ დარტყმას აკეთებს მოსახლეობის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე. ასეთი კრედიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა წინა წლის ზაფხულში. კერძოდ, 2016 წლის ივლისში, წლის დასაწყისთან შედარებით, ბანკებში მთლიანად დაუფარავი კრედიტების თანხის ჯამმა 82 171 000 ლარით გაიზარდა, რაც მოიცავს 28.1%-ს. ხოლო ცალკე უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია - 35.4%. კონკრეტული რიცხვები, ეროვნული ბანკის მიხედვით, კი შემდეგია - იანვარში დაუფარავი სესხების მოცულობა იყო 292 124 000 ლარი, ხოლო ივლისში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 374 295 000 ლარამდე. ზუსტად ამ რიცხვებს შორის ურთიერთდამოკიდებულება უდრის 28.1%-ს. ხოლო განცალკევებულად უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების რაოდენობა შემდეგია: იანვარში ეს შეადგენდა 165 800 000 ლარს, ხოლო ივლისში გაიზარდა 224 600 000 ლარამდე, რაც ნიშნავს 35.4%-იან ზრდას. ხოლო ლარში აღებული ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მხოლოდ 18.5%-ით გაიზარდა - იანვარში 126 200 000 ლარიდან ივლისში 149 600 000 ლარამდე.

 ლარის კურსის დაცემის კავშირი ამ პრობლემასთან ძალიან მარტივია. იმ ხალხს, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა აღებული სესხი, ახლა უწევს დაახლოებით ერთი მესამედით უფრო დიდი თანხის გადახდა, ვიდრე მათ დაგეგმილი ჰქონდათ. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მრავალი ოჯახის ბიუჯეტს. თუ კი მსესხებელი გარკვეულ დროში ვერ ფარავს საკუთარ კრედიტს, ეს აზიანებს მის საკრედიტო ხაზს და იგი „შავდება“ ამ ბანკში. იმათაც კი, ვისაც არ გადაუცილებიათ ვადა არც ერთი სესხისთვის, ძალიან უჭირთ ვალის გასტუმრება. ბევრ ოჯახში კი რამდენიმე ვალია ერთდროულად აღებული, რადგან ერთი სესხის დასაფარად შემდეგ მეორე სესხის აღება მოუწიათ. ასეთი ხალხი უმეტესობისთვის, ყოველთვიურად დასაფარებელი სესხის მოცულობა მათი მთლიანი ხელფასის დაახლოებით ¾ შეადგენს.

სესხების გარდა, მოსახლეობის ნაწილი იყენებს საკრედიტო ბარათებს და მსგავს სიტუაციაში ვარდება. საკრედიტო ბარათიდან იმდენად მარტივია ფულის დახარჯვა, რომ ზოგი ადამიანი გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის მყისვე იყენებს ბარათზე არსებულ ფულს და ვალში ვარდება. ამის შემდეგ უწევთ სესხის აღება ბანკსა ან მიკროსაფინანსოში და იმავე დახურულ წრეში აღმოჩნდებიან. თუმცა ასეთი ტიპის ადამიანები აღიარებენ, რომ სესხის დაფარვა უფრო მარტივია, ვიდრე საკრედიტო ბარათის. რადგან ბარათის შემთხვევაში, შეტანილი თანხის კვლავ დახარჯვა შესაძლებელია, ამიტომ ეს პროცესი რამდენიმე წელიწადზე შეიძლება გაიწელოს. ხოლო სესხის შემთხვევაში თავიდანვე განსაზღვრულია მისი დაფარვის ვადა და უკვე შეტანილ თანხას უკან ვერავინ ვერ დაიბრუნებს.

გარდა ამისა, ვინც ლარის კურსის დაცემის გამო ვერ შეძლო სესხის დროულად დაფარვა (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მიზეზით სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში), უწევთ ერთდროულად სესხის თანხის, პროცენტისა და ჯარიმის გადახდა. ასეთ ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები წილი რჩებათ ყოველთვიურად გამოსაყენებლად.
ანალიტიკოსების აზრით, ეს სიტუაცია სრულიად მოსალოდნელი იყო. ვალუტის კურსის ცვლილება ყოველთვის ასე აისახება სესხებზე, ამიტომ მათი რჩევაა, რომ სესხი აიღოთ იმავე ვალუტაში, რომელშიც ხელფასს იღებთ. მაგალითად, თუ შემოსავალი გაქვთ ლარებში და სესხის ლარებში - ამ შემთხვევაში, ლარის დოლარის მიმართ კურსის ცვლილება არანაირად არ აისახება ამ სესხზე. ხოლო თუ შემოსავალი გაქვთ ლარში და სესხი აიღეთ დოლარში - მაშინ, წინა წლის მაგალითზე, თქვენი სესხი დაახლოებით 30%-ით გაიზრდებოდა.