Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი

 
 
 

„ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოს ფინანსურ ბაზარზე გამოჩნდა მხოლოდ 3-4 წლის წინ და თუ ვიმსჯელებთ მათი საქმიანობის შედეგებზე ასეთ მოკლე დროში, ცხადი ხდება, რომ ფულის მიღების გამარტივებული გზები მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს აქვთ ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა არასამათავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკები“ წარმომადგენელმა, ანი ალიბეგაშვილმა.

საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტიმისი სიტყვების მიხედვით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, რათა გამოიყენონ ბანკის მომსახურეობა, ამიტომაც ისინი ეძებენ სესხის მიღების უფრო მარტივ ხერხებს.

„გარდა ამისა, არსებობს მოსახლეობის არც ისე პატარა ნაწილი, რომელთა შემოსავალიც არსად არ ფიქსირდება - უმეტესწილად ეს არის ხალხი, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში, სადაც საერთოდ არაფერი არ ფიქსირდება. ამიტომ მათ არ შეუძლიათ ბანკში შედარებით დაბალი პროცენტებით სესხის მიღება. მათთვის პრიორიტეტულია, რომ სესხი იყოს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს იგი.

მისი განაცხადის მიხედვით, „კრედიტინფო“ მონაცემთა ბაზის ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის შემოდგომის მდგომარეობით, საქართველოში არსებობს 41 ონლაინ-კრედიტების კომპანია.

„41-მა ასეთმა კომპანიამ სულ რაღაც 3-4 წლის განმავლობაში გასცა 4 მილიონ კრედიტამდე. ამასთანავე, მას შემდეგ გასულია სულ რამდენიმე თვე, მაგრამ ეს მაჩვენებელი დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

მისი აზრით, ბიზნესის ამ სეგმენტის ერთ-ერთი პრობლემა არის ფინანსური საქმიანობის არასაკმარისი გამჭვირვალობა.

„მათი საქმიანობა მოკლებულია გამჭვირვალობას, იგი თითქმის არ არის რეგულირებადი სახელმწიფოს მხრიდან, არ არსებობს ანგარიშები, ჩვენ არ ვიცით რამდენი კლიენტი გააჩნიათ მათ, გაცემული კრედიტები რამხელა ნაწილია უკვე დაფარული, რამდენი კრედიტი არის ჯერ კიდევ დაუფარავი და რამდენია ვადაგასული. არ არსებობს არანაირი სტატისტიკა. კიდევ ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლები ვერ განასხვავებენ ონლაინ-კრედიტების კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან“, - განაცხადა მან.

მისი სიტყვების მიხედვით, პირველი სიგნალი ონლაინ-კომპანიებთან დაკავშირებით, რომ ისინი შესაძლოა იქნას დახურული, იყო პოლიტიკური სახის და ამ ტიპის ბიზნესის ლიკვიდაცია არამიზანშეწონილი იქნებოდა.

„პირველი სიგნალი იყო პოლიტიკური და იგი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქმე ეხება 4 მილიონ კრედიტს, რომელთაგან დაახლოებით 10% ვადაგასულია, შესაბამისად არსებობს არც ისე პატარა ნეგატიური დამოკიდებულება ონლაინ-საკრედიტო ბიზნესის მიმართ მოსახლეობის მხრიდან. ამიტომაც ამ განცხადების პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი სრულიად ცხადია. რა თქმა უნდა, ონლაინ-საკრედიტო კომპანიების აკრძალვა იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომაც დროსთან ერთად ეს სიგნალი შეიცვალა და საბოლოოდ ამ კომპანიების დახურვის ნაცვლად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი რეგულაციების შემოღების შესახებ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

რეგულაციები ამოქმედდა 17 იანვრიდან. მათ შორის, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის შემცირება თვეში 20%-დან 5,5%-მდე.

ამის გამო უკვე დაფიქსირებულია ზოგი ონლაინ-კომპანიის დახურვა, რომლებსაც არ შეუძლიათ ასეთი საპროცენტო განაკვეთის პირობებში მუშაობა. მას ისინი ზედმეტად დაბალ პროცენტად თვლიან. სხვა კომპანიებმა გადაწყვიტეს საპროცენტო განაკვეთის სახით დაკარგული თანხის ანაზღაურება სხვა სახის გადასახადებით - მაგალითად, მათ გაზარდეს მომსახურეობისთვის დაწესებული საკომისიო.

„მაგალითად, ახლა კლიენტი ვალდებულია დაამატოს თანხა იმისთვის, რომ კრედიტი მიიღოს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თანხას მიიღებს ერთი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, ახლა ისინი იღებენ შემოსავალს ისეთი წყაროებიდან, რომლებსაც არ გააჩნია პირდაპირი კავშირი საპროცენტო განაკვეთთან, რომელიც შეზღუდულია წელიწადში 100%-ის დონეზე“, - განაცხადა ანა ალიბეგაშვილმა.

კომპენსაციის ასეთი ხერხი არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციას, ხოლო ონლაინ-საკრედიტო კომპანიებს გააჩნიათ სრული უფლება ასე მოიქცნენ - საკომისიოს შესახებ არანაირი კანონი არ არსებობს.

„ეს საკითხი რეგულირდება თავად ბაზრის მიერ, და თუ კი კლიენტები არ არიან ამ თანხის გადახდის წინააღმდეგები, მაშინ ეს არ არის კანონის აკრძალული. და პირიქით, თუ ამ ნორმის გამო ონლაინ-კრედიტების მოთხოვნა შემცირდება, მათ თავად მოუწევთ საკომისიო გადასახადის დაწევა“, - განაცხადა მან.

ამასთანავე, მისი სიტყვების მიხედვით, აუცილებელია ახალი რეგულაციების შემოღება, რომლებიც გახდის ონლაინ-საკრედიტო კომპანიების საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს.

„პირველ რიგში, აუცილებელია ახალი ორგანოს შექმნა, რომელიც ონლაინ-კომპანიების საქმიანობას შეისწავლის, რათა მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს. გარდა ამისა, აუცილებელია კრედიტების გაცემის აკრძალვა იმ პირებზე, რომლებმაც ჯერ არ მიაღწიეს 23 წლის ასაკს, რადგან დაახლოებით ამ ასაკში ადამიანებს ეცვლებათ შეხედულებები კრედიტებზე. გარდა ამისა, აუცილებელია კიდევ ერთი რეგულაცია - კრედიტის დაფარვის გადავადების შესახებ. დღესდღეობით, შესაძლოა გადავადების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში და ამისთვის უსასრულოს საკომისიოების გადახდა. ამას მოაქვს მოგება ონლაინ-ბიზნესისთვის, სამაგიეროდ ეს ზრდის კლიენტის მიერ საბოლოოდ გადასახდელ თანხას. ამიტომ უნდა არსებობდეს გარკვეული ვადა, რომლის შემდეგ აუცილებელია სესხის რესტრუქტურიზაცია, გადახდის გრაფიკის შეცვლა. ამასთანავე, უნდა იყოს აკრძალული ერთსა და იმავე კლიენტისთვის პარალელურად კრედიტების გაცემა, რადგან ამის გამო კლიენტს, რომელიც უსასრულოდ გადაავადებს კრედიტების დაფარვას, ფორმალურად აქვს სუფთა საკრედიტო ხაზი“, - განაცხადა ანა ალიბეგაშვილმა.