საქართველოს ბანკი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბანკო სფეროში. აქტივების მიხედვით ის უმსხვილესი ბანკია საქართველოს ბაზარზე. 2006 წელს საქართველოს ბანკის ჯგუფი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილ იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟამ ბანკის აქციები პრემიუმ სეგმენტში განათავსა.
ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ მომსახურებებს. საქართველოს ბანკის ქსელი არის ერთ-ერთი უდიდესი და ის ფარავს ფაქტობრივად მთელ საქართველოს. ბანკს საქართველოს მასშტაბით აქვს 300-მდე ფილიალი და სერვის ცენტრი (ექსპრეს ცენტრების ჩათვლით), 800-ზე მეტი ბანკომატი და 3000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი. ამ ფართო რესურსების გამოყენებით, ბანკი დაახლოებით 2,5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს.
საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანიაა და მათთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნის როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე ფიზიკურ გარემოში. 2010-იან წლებში ბანკმა ამ თვალსაზრისით რამდენიმე სიახლე შემოიტანა, მათ შორის პროგრამა SOLO მსურველი მომხმარებლებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, სტატუსმინიჭებული მომხმარებლების იღებენ სხვადასხვა განსაკუთრებულ შემოთავაზებებს, იღებენ ფასდაკლებებზე და ასე შემდეგ.
საქართველოს მოქალაქეებს 20 წლიდან აქვთ უფლება გააკეთო განაცხადი სესხის მიღებაზე საქართველოს ბანკში. ამისთვის აუცილებელია მათ ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი ოფიციალური სამსახურიდან ან რეგულარული გზავნილები ოჯახის წევრებისგან.
დატოვე კომენტარი