Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Basisbank

Basisbank
რეიტინგი:
3
მხარდაჭერის სამსახური: 
+995 322 922 922

ბანკი საქართველოში 1993 წელს შეიქმნა რამდენიმე მეგობრის მიერ. საქართველოს გარდამავალ პერიოდში ბანკმა მრავალი ფინანსური პრობლემა გადაჭრა და საბოლოოდ ჩვენს ქვეყანასთან ერთად განვითარება შეძლო ერთადერთი სერვისცენტრისგან რამდენიმე ქალაქზე გავრცელებულ ქსელამდე.

სესხები

ბანკი ფიზიკურ მომხმარებლებს სთავაზობს სესხებს კარგი პირობებით. ჩვენ გამოვყავით რამდენიმე სესხი, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო იქნება თქვენთვის.

  • სამომხმარებლო სესხი - სესხის თანხა შესაძლოა იყოს 300 აშშ დოლარიდან 100,000 აშშ დოლარამდე (სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, აღნიშნული თანხის ეკვივალენტად ლარში). სესხი იყოფა ორ ნაწილად - თუ სესხი არ აღემატება ყოველთვიური ხელფასის შვიდმაგ ოდენობას, მაშინ მის ასაღებად უზრუნველყოფის წარდგენა საჭირო არ არის. ხოლო ხელფასის ათმაგ ოდენობამდე სესხის მისაღებად საჭიროა უზრუნველყოფის წარდგენა (თავდები ან გირაო). ორივე შემთხვევაში, სესხის მაქსიმალური ვადა 48 თვეს შეადგენს (4 წელიწადი).
  • სასარგებლო ავტოსესხი - თანხა მერყეობს 1 ათასი აშშ დოლარიდან 4 ათასამდე (ეკვივალენტი ლარში). სესხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი ავტომობილის შესაძენად, ასევე მეორად მანქანის საყიდლად. კრედიტის ოდენობა შეიძლება უდრიდეს 70% თუ სესხის უზრუნველყოფა არ ხდება უძრავი ქონებით. ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სესხის ავტომობილის ღირებულების მთლიანი ოდენობა შეგიძლიათ დაფაროთ.
  • სტუდენტური სესხი - სტუდენტური სესხი გაიცემა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და შესაძლოა როგორც მთლიანი სწავლის საფასურის აღება სესხით, ასევე მისი განაწილება და სესხის აღება მხოლოდ ცალკეულ სემესტრებზე. აუცილებელია ორი თავდები პირი, რომელთაც აქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო. სესხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 10,000 ლარს.

დაზღვევა

ბანკში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის დაზღვევის გაკეთება, მათ შორის ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევა. დაზღვევას გასცემს „ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც აქვს დაზღვევის გაფორმების ლიცენზია. დაზღვევის პირობები ინდივიდუალურია და რისკ ფაქტორებზე არის დამოკიდებული. სიცოცხლის დაზღვევაში იგულისხმება ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული სიტუაციები.

დატოვე კომენტარი


Loading...