Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Cartubank

Cartubank
რეიტინგი:
3

ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ დაფუძნდა 1996 წელს სახელით „როსიისკი კრედიტი-ქართუ“, ხოლო 1998 წელს მას გადაერქვა „ბანკი ქართუ“ და მას შემდეგ ამ სახით აგრძელებს მოქმედებას. ბანკს აქვს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მომსახურება. ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, რომელმაც დაიწყო ფულადი გზავნილების დანერგვა.

საკრედიტო ბარათები

ზოგადად ბანკი ქართუ არ არის ორიენტირებული სესხების გაცემაზე, ამიტომ კრედიტების თვალსაზრისით მას ნაკლები არჩევანი აქვს საქართველოში სხვა ბანკებთან შედარებით. თუმცა ბანკი საკუთარ კლიენტებს სთავაზობს საკრედიტო ბარათების მიღებას. ასეთი ბარათების ორი ტიპის მიღება არის შესაძლებელი ბანკ ქართუში - ვიზა ინფინიტი ან მასტერქარდ World Elite. პირობები ორივე ბარათზე ძალიან მსგავსია, ამიტომაც ერთიანად გაგაცნობთ.

  • მოთხოვნები ბარათის მფლობელის მიმართ - ძირითადი მოთხოვნები მოიცავს, რა თქმა უნდა, სტაბილური შემოსავლის წყაროს, რომლის ყოველთვიური ოდენობა არანაკლებ 5,000 ლარისა უნდა იყოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სამუშაო სტაჟი მინიმუმ 6 თვეს შეადგენდეს და ბარათზე დარიცხული იყოს არანაკლებ 3 თვის ხელფასისა.
  • თანხის ოდენობა ბარათზე - საკრედიტო ბარათის ანგარიშზე შესაძლოა იყოს თანხა 5,000-დან 50,000 ლარამდე.
  • ბარათის ვადა - 12 თვე.
  • გამოყენების გზები - ქართუ ბანკში ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი საკრედიტო ბარათის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შესაძლებელია, თუმცა ზოგადად ბარათის დანიშნულება არის სამომხმარებლო (და არა იპოთეკური ან სხვა).
  • საპროცენტო განაკვეთი - თანხის მიხედვით მერყეობს 12%-დან 16%-მდე წლიურად.

ფულადი გზავნილები

ბანკში შესაძლებელია ფულადი გზავნილების გაკეთება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - ევროპა, აშშ, რუსეთი და სხვა. ბანკში მოქმედებს სწრაფი ფულადი გზავნილების შემდეგი სისტემები: ვესტერნ იუნიონი (მთელი მსოფლიოს მასშტაბით), ინტელ ექსპრესი (ევროპა, აშშ და სხვა ქვეყნები), იუნისტრიმი (ჯამში 90 ქვეყანა, მათ შორის ევროპა და ისრაელი), კონტაქტი (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია), ზოლოტაია კორონა (რუსეთი და მიმდებარე ქვეყნები).

დატოვე კომენტარი


Loading...