1924 წელს დაფუძნებული იშბანკი დღესდღეობით ფარავს თურქეთის უდიდეს ნაწილს 1400-მდე სერვის ცენტრით. გარდა ამისა, იშბანკს გააჩნია ფილიალები ბევრ უცხოურ ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთი, კოსოვო, ერაყი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და სხვა. ხოლო ბანკის შვილობილი კომპანიები მოიცავს საქართველოს, გერმანიასა და რუსეთს, რაც ჯამში კიდევ 18 ფილიალს ითვლის.
ფიზიკური პირებისთვის იშბანკი სთავაზობს ოთხი ტიპის სესხს:
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ იშბანკში მივიღოთ სესხი?
ეროვნული ვალუტის გარდა, ოთხივე სესხი გაიცემა ეკვივალენტში აშშ დოლარსა ან ევროში. სესხზე განაცხადის შევსება და მისი მიღება ხდება იშბანკის ფილიალებში. იშბანკის ქსელი მოიცავს თბილისის ფილიალს (აღმაშენებლის გამზირზე) და ბათუმის ფილიალს (რუსთაველის გამზირზე).
იშბანკი გასცემს ორი ტიპის ანაბარს:
ორივე ტიპის ანაბრის გახსნა უფასოა, ხოლო ვალუტა არის ლარი. დარიცხული პროცენტი დამოკიდებულია გახსნის ვადასა და თანხის რაოდენობაზე (თანხის დამატება ან შემცირება ორივე შემთხვევაში შეუძლებელია). სარგებლის პროცენტის გატანა შესაძლებელია ყოველთვიურად ან დანიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ.
დატოვე კომენტარი