TBC Bank დაფუძნდა საქართველოში 1992 წელს და მაშ შედეგ გახდა ქვეყნის ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელშიც დასაქმებულია ათასობით ადამიანი და ისინი ყოველდღიურად ეხმარებიან მომხმარებლებს სხვადასხვა ფინანსური საკითხის გადაჭრაში.
ზოგადი პირობები
თიბისი ბანკში სესხის მისაღებად აუცილებელია მსესხებელს ჰქონდეს აქტიური ანგარიში თიბისი ბანკში. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ანგარიში თიბისი-ში - ეს ძალიან მარტივად კეთდება თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე თიბისი ფილიალში. თიბისი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სესხებს, მათ შორის სამომხმარებლო სესხის მინიმალური თანხა 500 ლარია, ხოლო მაქსიმალური თანხა 270 000 ლარს შეადგენს. ამ თანხის მიღება შესაძლოა 6-დან 120 თვემდე ვადით.
თიბისი ბანკი სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებით კრედიტის მიღებას. ამის ყველაზე მარტივი გზა არის სესხის ონლაინ მიღება. ამისთვის არ არის საჭირო რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და ფილიალში მისვლას. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე tbccredit.ge. მთავარი მოთხოვნაა, რომ თქვენ გახსნილი გქონდეთ ანგარიში თიბისი ბანკში და გქონდეთ შემოსავალი (რომელიც შესაძლოა სხვა ბანკშიც გერიცხებოდეთ). ამ გზით სესხის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 20-დან 62 წლის ასაკის ჩათვლით.
თუ თქვენ არ გაქვთ თიბისი ბანკში აქტიური ანგარიში ან გაქვს სხვა კითხვები სესხთან დაკავშირებით, მაშინ შეგიძლიათ მიბრძანდეთ TBC Bank-ის ფილიალში, სადაც ბანკის ოპერატორები დაგაკვალიანებენ სხვადასხვა სესხის მიღების თაობაზე.
დატოვე კომენტარი