ვითიბი ბანკი (რუსულად - „ВнешТоргБанк“, პირდაპირი მნიშვნელობით „საგარეო ვაჭრობის ბანკი“) რუსეთში ერთ-ერთი მოწინავე უნივერსალური ბანკია. ვითიბი ბანკი და მისი შვილობილი კომპანიები წარმოადგენენ რუსეთში მოწინავე ფინანსურ ჯგუფს „ვითიბი ჯგუფი“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების ფართო სპექტრს რუსეთში და მის გარეთ - ევროპაში, დსთ ქვეყნებში, ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ბანკი საქათველოს ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა, როდესაც „გაერთიანებული ქართული ბანკის“ 50%+1 აქცია შეიძინა და გახდა მისი გადაწყვტილებების მიმღები აქციონერი. ამის შემდეგ ბანკს გადაერქვა ვითიბი საქართველო და ის დღემდე ამ სახელით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს საბანკო სფეროში.
ვითიბი ბანკს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი სამომხმარებლო სესხების თვალსაზრისით. ბანკმა საქართველოში პირველად გამოჩენის დღიდან მრავალფეროვანი დეპოზიტი (ვადიანი, ზრდადი შემნახველი ან ვადიანი, პროგრესული, საბავშვო და გაერთიანებული დეპოზიტი).
ამჟამად ბანკს აქვს სამომხმარებლო სესხის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შემოთავაზება ინდივიდუალური კლიენტებისთვის, მათ საჭიროებზე მორგებული პირობებით:
ინდივიდუალური მომსახურების გარდა, ბანკი აქტიურად არის ჩართული ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობაში. მაგალითად, ვითიბი ბანკის დახმარებით 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა „აგროჰაბის“ პირველი სუპერმარკეტი ბათუმში.
დატოვე კომენტარი