Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Ziraat Bank

Ziraat Bank
რეიტინგი:
3
მხარდაჭერის სამსახური: 
+(995 322) 943704 - 943714

ბანკის საქმიანობა საქართველოში

ცნობილია, რომ საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. აქედან გამომდინარე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და აღმოჩნდა იმის საჭიროება, რომ რომელიმე ბანკს უზრუნველეყო ბიზნეს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის. ამ მიზნით, ზირაათ ბანკის პირველი ფილიალი თბილისში 1998 წელს გაიხსნა. 2010-იან წლებში ფილიალები გაიხსნა საქართველოს კიდევ ორ ქალაქში - ბათუმსა და მარნეულში, ხოლო 2018 წელს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დაემატა ახალი სერვის-ცენტრი.

საქართველოს გარდა, ბანკი მოქმედებს მსოფლიოს 20-მდე სხვა ქვეყანაში (მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი და სხვა). ჯამში მსოფლიოში ბანკი ითვლის 1800-ზე მეტ ფილიალსა და სერვის-ცენტრს.

ბანკის მომსახურება

ბანკის საერთაშორისო ბუნება მისი მომსახურების დიდ მრავალფეროვნებას განაპირობებს. ზირაათ ბანკი მორგებულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კლიენტებზე. ბანკის ფაქტობრივად ყველა თანამშრომელი თავისუფლად ფლობს ქართულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებს და მათ იციან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის როგორც იურიდიული, ასევე კულტურული თავისებურებები.

ბანკში შესაძლებელია საცალო მომსახურებები, როგორებიცაა სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი, ვალუტის გაცვლა, გადარიცხვები თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ასევე ბანკი ბიზნეს კლიენტებს სთავაზობს კორპორატიულ მომსახურებას.

საკრედიტო შემოთავაზებები

ზირაათ ბანკი ინდივიდუალურ კლიენტებს სთავაზობს სამომხმარებლო სესხის ორ ვარიანტს:

  • უზრუნველყოფის გარეშე - 5,000 ლარიდან 200,000 ლარამდე ვადით 36 თვემდე;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი - 10,000 ლარიდან 200,000 ლარამდე ვადით 84 თვემდე და უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

გარდა ამისა, ბანკში შესაძლებელია იპოთეკის გაფორმება უძრავი ქონების შესაძენად. იპოთეკური სესხის ოდენობა მერყეობს 20,000 ლარიდან 200,000 ლარამდე (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) და მისი მაქსიმალური ვადა შეადგენს 12 წელიწადს.

ნებისმიერი სესხის აღება შესაძლებელია ზირაათ ბანკის ფილიალებში (თბილისი, მარნეული და ბათუმი) და საჭიროა მსესხებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი 18-65 წელი;

ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.

დატოვე კომენტარი


Loading...