შეფასების მნიშვნელობა ფინანსური ბაზრებისთვის

შეფასება – ფინანსური ბაზრების საფუძველია და ის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა  ინვესტორებისთვის,კომპანიებისთვისა დარეგულატორებისათვის. თავისი არსით, შეფასება აქტივების ან კომპანიის მიმდინარე ღირებულების განსაზღვრის პროცესია და ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორებს უწინარესად ბაზრის პირობებს და მომვავალი სავარაუდოშემოსავლების ანალიზს. ძირითადად აქტივების შეფასების დროს გვხვდებაბიზნესისა თუ არამატერიალური ქონების შეფასებაუძრავი ქონების შეფასება და მოძრავი ქონების შეფასება. ჩამოვთვალოთ ის მცირე ბენეფიტები თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ინვესტორებს ასეთმა სერვისებმა და რა ზეგავლენას ახდენს ის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე:

1. საინვესტიციო გადაწყვეტილება

ეკონომიკური თვალსაზრისით, შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რესურსების ეფექტური განაწილებისთვის. ზუსტი შეფასება ინვესტორებსსაშუალებას აძლევს, იპოვონ  ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები, ან აქტივების მართვის  დროს მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.

2. ბაზრის ეფექტურობა და საფასო პოლიტიკა

შეფასება ხელს უწყობს ბაზრის ეფექტურობას, უზრუნველყოფს ბაზრის კოეფიციენტებისა და მიმდინარე ტრენდების აღმოჩენა – ჩამოყალიბებას.როგორიცაა  შემოსავლისა და ფასისი თანაფარდობა, ლიკვიდურობა და ა.შ. რაც თავისთავად დადებითად მუშაობს ბაზრის ეფექტურობაზე და უწყობს ხელს მის რეგულაციას.

3. რისკების მართვა

ფინანსურ ბაზარზე რისკების შეფასება ერთერთი მნიშვნელოვანი მცნებაა. პერიოდულად აქტივების შეფასება, გასნაკუთრებით არამდგრად ეკონომიკურ პირობებში ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სწორად ვმართოთ მიმდინარე ეკონომიკური რისკები, ასევე მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები.

4. კორპორატიული ფინანსები

კორპორატიულ გადაწყვეტილებებში  შეფასება საშუალებას იძლევა სტრატეგიის შემუშავებაში და კაპიტალის განაწილებაში. კორპორაციებიხშირად იყენებენ შეფასების სხვადასხვა ტექნოლოგიებს  ორგანიზაციების  გაერთიანებისა ან დაშლის დროს, ან ერთმანეთში ფიანანსური ვალდებულებების დაფარვის მიზნით.

5. ნდობის ხარისხი

შეფასება ინვესტორებში  ნდობის ხარისხს ზრდის, რაც თავისთავად ასტაბილურებს ბაზარს და ხელს უწყობს მის ზრდას.

6. რეგულაციები და მარეგულირებელი ორგანოები

რეგულატორების საქმიანობისთვის აუცილებელია შეფასების სერვისი, რათა უზრუნველყონ ფინანსური ბაზრების გამჭირვალობა და სტაბილურობა.

შეფასების მნიშვნელობა მხოლოდ ინვესტორების და კომპანიების გადაწყვეტილების საფუძველი არ არის, იგი ასევე ბაზრების რეგულირების და განვითარების პროცესების გასაღებია. საბოლოდ კი ეს ყველაფერი ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდას ასევე თითეულიადამიანის კეთილდღეობის ზრდასაც. აღსანიშნავია, რომ შემფასებელს  უნდა გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაცია ,შეფასების საერთაშირისო სტანდარტების ცოდნა, ბაზრის ანალიზის უნარი და მასზე მუშაობის გრძელვადიანი ისტორია. განვითარებადი ქვეყნების  ეკონომიკური ბაზრებისთვის ეს ასპექტი ფრიად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

en_USEnglish
Scroll to Top