სად და რატომ უნდა ვიქირავოთ “კოტეჯები დღიურად”

ისეთი ხმაურით სავსე სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ალბათ ყველას გაგვჩენია რუტინული ცხოვრებისაგან გაქცევის სურვილი. ასეთი სურვილი არცაა გასაკვირი თუ გავითვალისწინებ დღევანდელ სამყაროს, რომელიც პრობლემებით, ხმაურითა და მოსაბეზრებელი ყოველდღიურობითაა სავსე. ზოგჯერ უბრალოდ წყნარ ადგილს ვეძებთ დასასვენებლად და განსატვირთად, ან შეიძლება თავგადასავლების პოვნაც გვსურდეს. არც საქართველოს ყოველდღიურობა არაა გამონაკლისი, რომელიც ქაოსითაა სავსე. 

პირველად, ალბათ ყველას სასტუმრო გაგვახსენდება, რომელიც ლამაზ კურორტზეა განთავსებული მაგრამ, ასეთი ტიპის სასტუმროები იმ დაუვიწყარ გამოცდილებას ვერ შემოგთავაზებენ, რაც ხის კოტეჯს შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ფინური კოტეჯი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავგადასავლებს, განსხვავებულ გამოცდილებას და იმავდროულად სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ეძებენ. ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაშიც ხის კოტეჯები საკმაოდ მრავლად გვხვდება. თუმცა, რა უპირატესობებით ვისარგებლებთ თუ კოტეჯი დღიურად ვიქირავეთ? ან სად ვიპოვოთ კოტეჯები დღიურად?   

სად ვიქირავოთ კოტეჯი დღიურად?

ერთ-ერთი მარტივი ხერხი კოტეჯის დასაქირავებლად ონლაინ პლატფორმაა. ისეთი ვებ გვერდის პოვნა კი, რომელიც შეძლებს იყოს თანამედროვე, ინოვაციური და გთავაზობდეთ მრავალფეროვან არჩევანს საკმაოდ რთულია. თუმცა, kotejebi.ge იმ უნიკალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომელიც გაგიმარტივებთ ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა, საკმაოდ რთულ პროცესს თქვენი სასურველი კოტეჯის მოძიებაში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოძებნოთ კოტეჯი, მაგალითად: იქირავოთ კოტეჯები დღიურად თბილისთან ახლოს, მცხეთაში ან თუნდაც მთის კურორტებზე. მისი მოსახერხებელი ინტერფეისის დახმარებით, დროის ძალიან მოკლე პერიოდში შეძლებთ თქვენი სასურველი კოტეჯის მოძიებას და მის მარტივად დაქირავებას.

მაგრამ, რატომ უნდა ვიქირავოთ კოტეჯები დღიურად და არა სხვა ნებისმიერი სასტუმრო? განვიხილოთ რამდენიმე უპირატესობა რაც ხის კოტეჯებს აქვს:

პირადი სივრცე

სასტუმროს ნომრისაგან განსხვავებით, ხის კოტეჯის უპირატესობა მის დიდ სივრცეში მდგომარეობს. გარდა იმ უპირატესობისა, რომ კოტეჯი შედარებით დიდია ვიდრე სტანდარტული ნომერი, თქვენ პირდაპირი წვდომა გექნებათ სამზარეულოზე ან იმ ტერიტორიაზე სადაც კოტეჯია განთავსებული. ხშირ შემთხვევაში კოტეჯებს ვხვდებით ტყის პირას, რაც კიდევ უფრო ზრდის სივრცის შეგრძნებას. გარდა ამისა, ხალხმრავლობა ნაკლებად შეგაწუხებთ რადგან, კოტეჯები ერთი ან რამდენიმეა განლაგებული და ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სასტუმროს მსგავსად ისევ იგივე ხმაურში აღმოჩნდეთ რისგან გაქცევასაც ცდილობდით.

თანხის დაზოგვა

კოტეჯების ქირაობა მეტად ეფექტურია ვიდრე სასტუმროს ნომრის რადგან,თქვენ მიიღებთ იგივე მომსახურებას  თუმცა, მეტად ბიუჯეტურ ფასად. თქვენ იმ უპირატესობით ისარგებლებთ, რომ გექნებათ წვდომა პირად სამზარეულოზე და კოტეჯის პირად სივრცეზე. თუმცა, წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ საკვების ხარჯები, რადგან ხშირად კოტეჯები ამ მომსახურებას არ გვთავაზობენ.

განსხვავებული გამოცდილება

იმის მიუხედავად, რომ კოტეჯი და სასტუმრო შესაძლოა ერთნაირი მოგვეჩვენოს, ხის კოტეჯს აქვს რაღაც განსაკუთრებული და მისთვის დამახასიათებელი გარემო. იმის გარდა, რომ თქვენ გექნებათ შეხება ბუნებასთან, რაც უკვე დადებითი მხარეა, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობებში. მოაწყოთ კოტეჯთან ახლოს პიკნიკი, გაისეირნოთ ბუნებაში, დატკბეთ უნიკალური ხედებით. თუ ტბასთან ახლოსაა კოტეჯი განთავსებული შესაძლოა თევზაობის საშუალებაც მოგეცეთ, გაეცნოთ ადგილობრივ კულტურად და კიდევ მრავალი სხვა.

საოჯახო სივრცე

დიდი ოჯახებისთვის საკმაოდ რთული და არასასიამოვნო გამოცდილება შეიძლება იყოს სასტუმროს დაჯავშნა. იმის მაგივრად, რომ იქირავოთ რამდენიმე ნომერი შეგიძლიათ დაჯავშნოთ კოტეჯი სადაც დიდი ოჯახიც თავისუფლად შეძლებს განთავსებას. შესაძლოა სხვაგან ვერ შეხვდეთ თუნდაც ისეთ საკვების მენიუს, რომელიც თქვენთვის იქნება დამაკმაყოფილებელი მაგალითად, საბავშვო საკვებს ან შესაძლოა რომელიმე პროდუქტზე გქონდეთ ალერგია ამიტომ, კოტეჯი შესანიშნავი არჩევანია ამ პრობლემის გადასაჭრელად. გარდა ამისა თქვენს ოჯახს აჩუქებთ იდეალურ გამოცდილებას და განტვირთვის რამდენიმე დღეს.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე კოტეჯებს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ ვიდრე სტანდარტულ სასტუმროებს. მაგრამ,საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გაიგოთ რეალური უპირატესობა, რაც ხის კოტეჯებს აქვთ ალბათ არის ის, რომ თავადაც სცადოთ და დარწმუნდებით როგორი მყუდრო, თავგადასავლებით სავსე, მშვიდი და ჯადოსნური გარემოს შექმნა შეუძლიათ მათ.

en_USEnglish
Scroll to Top